კლინიკა “ოფთალმიჯი” უფასო გამოკვლევებით მარნეულში

Oftalmij - 1_cr

21 ნოემბერს, 11:00 საათზე  თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი” უფასო ოფთალმოლოგიურ გამოკვლევებს მარნეულის მუნიციპალიტეტში ჩაატარებს.

ამჯერად, კლინიკა ,,ოფთალმიჯი” ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, 50 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს მოემსახურება.

მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯი”-ს ექიმები გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებენ და სამედიცინო კონსულტაციებს გაუწევენ საქველმოქმედო სამედიცინო აქციაზე მისულ პაციენტებს.

საჭიროების შემთხვევაში, მოხდება ქირურგიული ჩარევა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება.

ოპერაციული მკურნალობის ჩასატარებლად პაციენტებს მუნიციპალიტეტში მოძრავი საოპერაციო კლინიკა მოემსახურება, რომელიც აღჭურვილია როგორც დიაგნოსტიკური, ასევე საოპერაციო ბლოკით.

 

ofTalmij - 3            Oftalmij - 2

 

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register