სარწყავი წყლის პრობლემას მუნიციპალიტეტი დამშრალი მდინარეებით განმარტავს.
დღეს პარტია „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი, ახმედ იმამკულიევი იმყოფებოდა სოფელ ქურთლიარში, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მთავარ პრობლემად ისევ სასმელი და სარწყავი წყლის პრობლემები დაასახელა, რადიო „მარნეულთან“ საუბრის დროს კი მან ასევე სავარაუდო კორუფციაზეც ისაუბრა.
იმამკულიევმა ასევე თქვა, რომ სარწყავი წყლის პრობლემა შესაძლებელია ბუნებრივი პირობებისაგან იყოს გამოწვეული.
მანრულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ზაურ ტაბატაძის თქმით მთავარი პრობლემა, რის გამოც სოფლებს სარწყავი წყალი არ მიეწოდებათ მდინარეში წყლის ნაკლებობაა.
ასევე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა მოსახლეობას სთხოვა რომ ამ პრობლემას გაგებით მოეკიდოს.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments