“წაიკითხე კონსტიტუცია” პრეზიდენტის ინიციატივა

images

პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უკვე მესამე წელია ფინანსდება საპრეზიდენტო პროგრამა ქართული ენის შესწავლისა „ვისწავლოთ ქართული“ამავე პროექტის ფარგლებში პროექტის მონაწილეებს ასწავლიდნენ ამონარიდებს კონსტიტუციიდან. ქართული ენის სახელმძღვანელოში იყო ჩადებული ამონარიდები კონსტიტუციიდან იმისთვის რომ ამ გზითაც მათ ჰქონდეთ საშუალება წაიკითხონ საკუთარ უფლებების შესახებ ამბპობს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფია შამანიდი:

„ეს მოხდა ზუსტად იმიტომ რომ პრეზიდენტი თვლის რომ ეთნიკურმა უმცირესოსბებმა უნდა იცოდნენ საქართველოს კონსტიტუცია“

ახლა კი დაიწყო ახალი პროექტი, ასევე პრეზიდენტის ინიციატივით წაიკითხე კონსტიტუცია

„ეს ნიშნავს იმას რომ ნებისმიერი ადამიანი შედის სპეციალურ საიტზე. იქ მომხმარებელს ამოუვარდება კონსტიტუციიდან ამონარიდი. კითხულობს, წერს საკუთარ თავს კამერაზე და. მერე ეს შეჯამდება და მთელი კონსტიტუცია იქნება წაკითხული სხვადასხვა ადამიენბის მიერ.“

 შამანიდის თქმით 18 აგვისტოს ქვემო-ქართლის რეგიონში  სოფელ ქესალოში გამართავენ შეხვედრას პროექტის ფარგლებში.

„საქართველოს ნებისმიერმა მოქალაქემ უნდა იცოდეს რა არის მისი უფლება, რა არის მისი მოვალეობები. და ეს უნდა ნახოს კონსტიტუციაში. ამიტომ ძალიან ცუდია რომ ჩვენ აქამდე კონსტიტუცია წაკითხული არ გვქონდა.

ახლა ამ კამპანიაში რაც წამოიწყო პრეზიდენტმა. უკვე წელიწადზე მეტია, გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრათ რომ კონსტიტუციაზე საუბრობს დღეს თითქმის ყველა. ეს თემა ზალიან აიწია და ყველამ ვიცით რომ კონსტიტუცია არის ზუსტად ის დოკუმენტი რომლით ჩვენ ვხემძღვანელობთ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეთნიკურ უმცირესობებისთვის და რელიგიურ უმცირესობებისთვის ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ხშირად არ ვიცით ჩვენი უფლებები და ზუსტად კონსტიტუციაში წერია რომ ნებისმიერი რელიგიის წარმომადგენელი, ნებისმიერი ეთნიკური წარმომავლობის ადამიანი არის თანაბარი. და აქვს იგივე უფლება როგორც სხვას“

ჩვენ არაერთხელ დავუთმეთ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო სახლახო განხილვას დრო. და ჩვენ მსმენელისთვის კიდევ ერთხელ სვახსენებთ რომ 23 აპრილს დაგეგმილი მარნეულში სახალხო განხილვა 50 კაციან დარბაზში გადაიდა და არ შედგა.15

აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბაზალეთის საზაფხულო სკოლაში სტუდენტებსა და უფროსკლასელებს პროექტი “წაიკითხე კონსტიტუცია მთელ საქართველოსთან ერთად” გააცნო. გიორგი მარგველაშვილმა სტუდენტებსა და უფროსკლასელებთან საუბრისას ყურადღება კონსტიტუციის ძირითად ღირებულებებსა გაამახვილა. 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა შეხვედრისას რომ კონსტიტუციაში ხშირად ცვლილებების შეტანა შესაძლებელია, უბრალოდ გააჩნია რა მოტივით ამას აკეთებ.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register