სპეცოპერაცია ფონიჭალაში – ნარკორეალიზაციის ბრალდებით მეხუთე პირი დააკავეს

cinayet

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სოფელ ფონიჭალაში დღეს კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელსაც ბრალად ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზება ედება. ის 12-16 აგვისტოს ფონიჭალაში დაკავებული მეხუთე პირია ამავე ბრალდებით.

გუშინ ფონიჭალაში სპეცოპერაციისას კიდევ ერთი პირი დააკავეს ნარკორეალიზაციის ბრალდებით.

12 აგვისტოს ფონიჭალაში პოლიციამ ორი ძმა 260-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილის მიხედვით დააკავა, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენას, შენახვასა და გასაღებას. 14 აგვისტოს ისევ ფონიჭალაში ამავე მუხლის მიხედვით კიდევ ერთი პირი დააკავეს, თუმცა უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს სპეცოპერაცია ორი დღის წინ დაკავებული ძმების საქმეს.

15 აგვისტოს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, რუსთავშიც დააკავეს ერთი პირი, რომელსაც ბრალად ედება 294 შეკვრა “ბიოს” შეძენა-შენახვა.

ასევე გუშინ დიღმის გზაზე, თბილისის გასასვლელთანაც ჩატარდა სპეცოპერაცია, რის შედეგადაც პოლიციამ ერთი პირი ნარკორეალიზების ბრალდებით დააკავა.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register