მარნეულში ოქროს გამყიდველი გაძარცვეს

dzarcva

მარნეულში, გამსახურდიას 5 ნომერში მცხოვრები  ოქროულობის გამყიდველი  16 აგვისტოს, შუადღის 4 საათზე გაქურდეს.

სევილ იუსუბოვა მარნეულის ბაზარში ოქროს ნაკეთობების გამყიდველია.

როგორც ყოველთვის, იუსუბოვა ბაზრდან შუადღის 4 საათზე ბრუნდებოდა, ჩანთაში კი გასაყიდი ოქროულობა ედო.

დაზარალებული იუსუბოვა იხსენებს, რომ კიბეებზე ასვლილას კარებზე დარეკა, სანამ შვილი კარს გაუღებდა, ზედა სართულიდან მამაკაცი ჩამოდიოდა, წამებში იუსუბოვას ხელი კრა და   ხელიდან ჩანთა გამოსტაცა.

დაზარალებულის თქმით სანამ ადგომას მოახერხებდა, მამაკაცი უკვე ჩაჯდა მანქანაში რომელიც მას  სადარბაზოსთან ელოდებოდა და წავიდა.

იუსუბოვასთვის ამ კაცის ვინაობა უცნობია.

ზარალიჯერ არ დაუთვლიათ, თუმცა იუსუბოვას თქმით ოქროს ძირითადი ნაწილი მას ბაზარში ჰქონდა დატოვებული.

დაცემისგან სევილ იუსუბოვას ხელი დაუზიანდა, როს გამოც მას საავადმყოფოში მისვლა მოუწია.

მეზობლების თქმით აღწერილი მანქანა უკვე რამოდენიმე დღეა ამ ქუჩაზე მოძრაობდა.

სევილ იუსუბოვამ პოლიციას მიმართა, სამართალდამცველებმა მეზობლები დაკითხეს და მათ აქვთ დაახლოვებული აღწერილობა იმ მანქანის რომლითაც მძარცველები გადაადგილდებოდნენ.

საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით, რომელის  თანახმად, ძარცვა წარმოადგენს სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ითვალისწინებს ჯარიმას ან/და თავისუფლების აღკვეთას ვადით  სამიდან ხუთ წლამდე.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register