მარნეულელმა ლაშა შერმაზანაშვილმა NBA-ს ვარსკვლავ, ზაზა ფაჩულიასთან ერთად ითამაშა

მარნეულელი, ლაშა შერმაზანაშვილი ერთ-ერთია იმ 10 ახალგაზრდას შორის რომლებმაც 13 აგვისტოს NBA-ს ვარსკვლავ, ზაზა ფაჩულიასთან ერთად „სთრითბოლი“ ითამაშა, ეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს Gulf Georgia-მ მისცა. პროექტის ფარგლებში მსურველებს შეეძლოთ გადაეღოთ ვიდეო სადაც ისინი წარმოაჩენდნენ თავიანთ საკალათბურთო შესაძლებობებს, რის შემდეგაც 5 მონაწილე ვისაც ექნებოდა ყველაზე მეტი ლაიქი და 5 მონაწილე ვისაც თვითონ ზაზა ფაჩულია შეარჩევდა ექნებოდათ მასთან თამაშის შესაძლებლობა. როგორც ლაშა ამბობს Gulf Georgia-ს პროექტის შესახებ მან ფეისბუქიდან გაიგო და მეგობრის თხოვნის შემდგომ მიიღო მასში მონაწილეობა.
ასევე ლაშა ამბობს, რომ მისთვის NBA-ს ვარსკვლავ, ზაზა ფაჩულიასთან თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან მან თავისი რაიონის წარჩინება შეძლო.
ლაშა თამაშობს მარნეულის საკალადურთო გუნდ „დელტაში“, რომელიც უმაღლეს ლიგაშია გადასული და როგორც ის გვეუბნება, ჩვეულებრივად აგრძელებს ვარჯიშს და მისი სამომავლო გეგმებიც ამ გუნდთანაა დაკავშირებული.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე
რადი “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments