მარნეულის ბაზარი “One Caucasus – ის“ არქიტექტორების შთაგონების წყარო გახდა

one caucasuse

”One Caucasus-ის“ ფესტივალი ახლოვდება, 30 მოხალისე 18-მდე ქვეყნიდან უკვე ორი კვირის განმავლობაში აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ერთ-ერთი მიმართულება საკონსტრუქციო მიმართულებაა, სადაც 7 არქიტექტორი მუშაობს და ისინი ცდილობენ საფესტივალო ქალაქის შექმნას, სადაც შესაძლებელი იქნება ფილმების ყურება, გამოფენების ჩატარება და ბავშვების გართობა. ფესტივალის მოხალისისა და არქიტექტორის დემინ აკუბოვსკის თქმით, საგანმანათლებლო სივრცის შექმნის დროს მათი მთავარი შთაგონება მარნეულის ბაზარი გახდა და სწორედ ამიტომ იქნება ეს სივრცე ლაბირინთის მსგავსი.

one Caucasus

„ეს იქნება როგორც ლაბირინთი, იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით მარნეულის ბაზარში და იქ ძალიან ადვილია დაკარგვა და ამიტომ ჩვენ ვიფიქრეთ, რომ კარგი იდეა იქნებოდა გვეჩვენებინა თუ რას ვგრძნობდით ჩვენ იქ და ამავე დროს გვინდოდა, რომ ბავშვებს გამოფენის დათვალიერების დროს არ მოეწყინათ და ლაბირინთის მეშვეობით შეძლებოდათ გართობა.“

ამჟამად მოხალისეები და არქიტექტორები აშენებენ ერთგვარ საინფორმაციო ცენტრს სადაც ფესტივალის სტუმრებს  სხვადასხვა ინფორმაციის გაგება შეეძლებათ.

One Caucasus

„ამჟამად ჩვენ ვაკეთებთ „საინფორმაციო წერტილს“ ჩვენი სტუმრებისათვის, თავდაპირველად გვქონდა განსხვავებული იდეა, გვინდოდა რომ შეგვექმნა საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ერთგვარი დამაკავშირებელი ნიშანი, მაგრამ სამწუხაროდ არ გვეყო დრო ამ იდეის განსახორციელებლად, ახლა კი ვცდილობთ, რომ შევქმნათ უფრო მარტივი დიზაინი, რადგანაც, როგორც უკვე ვთქვი  ძალიან ვართ დროში შეზღუდულები.“

ისევე როგორც წინა წლებში, წელსაც ფესტივალზე იფუნქციონირებს ორი სცენა, მთავარი სცენა რომელიც, წერაქვის საჯარო სკოლის გარეთ მდებარე მდელოზე იქნება გამართული და პატარა სცენა რომელიც უშუალოდ სკოლის ეზოში მოეწყობა.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register