მარნეულში “WORLD VİSİON GEORGİA-ს” მინიპროექტების გამარჯვებულები გამოვლინდნენ

dhfbjsdfndsjfksdkmdslac

18 აგვისტოს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით პროექტის  “სასკოლო ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა მდგრადი გადაწყვეტილებებისათვის” გამარჯვებულები გამოვლინდნენ. პროექტი ვორლდ ვიჟენ საქართველოს მიერ, ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება. წარდგენილი 10 პროექტიდან 5-მა გაიმარჯვა. გამარჯვებული პროექტების თემას წარმოადგენს  „ადრეული ქორწინება“, „ინტელექტუალური შეჯიბრი“, „მედია“, „ისტორიულ ადგილებში მოგზაურობა“ და „გარემოს დაცვა“. პროექტის კოორტინადორმა გიულბენ ალიევამ განაცხადა, რომ გამარჯვებული პროექტებიდან  ზოგიერთი გაგრძელდება. გრძელვადიან პროექტებში ძირითადად ტრენერების გადამზადება, გარემოს დაცვის პროექტზე კი გამწვანება და ახალაგზრდების პარკის შექმნაა გათვალისწინებული.

გამარჯვებული პროექტები და გამარჯვებულებიც უკვე ცნობილია. სექტემბრის დასაწყისიდან უკვე პროექტების შესრულება დაიწყება. თითო ახალგაზრდა თავის სოფელში განახორციელებს პროექტს. ეს სოფლებია სადახლო, კაჩაგანი, თვით მარნეული, კირიხლო და კასუმლო.

პროეტში გაიმარჯვეს არზუ ბაირამოვამ, ელნარა ბაირამოვამ, ზიბეიდა ასკეროვამ, ხაიამ ისაევმა, ისმაილ ალიევმა, ზაჰიდ შარიფოვმა და ეშგინ შარაფაევმა. არზუ ბაირამოვამ და ხაიამ ისაევმა თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს.

არზუ ბაირამოვა – „ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა. იმედი მაქვს პროექტი არამხოლოდ ჩემთვის, არამედ ბევრი ახალგაზრდისთვის იქნება მომგებიანი. ახალგაზრდებს მინდა ვუთხრა, რომ მომავალი ჩვენ ვართ. ძლიერი ახალგაზრდები კი ძლიერი სახელმწიფოს მაჩვენებელია.“

ხაიამ ისაევი – „ჩვენ პროექტის ფარგლებში უამრავ აქტივობაში ჩავერთეთ, ბანაკში მივიღებთ მონაწილობას. ძალიან სასიამოვნო იყო ამ პროექტში მონაწილეობის მიღება, მიხარია რომ გავიმარჯვე და იმედი მაქვს კარგად განვახორციელებ ჩემს პროექტს.“

აღსანიშნავია, რომ პროექტი 2016 წელს დაიწყო და 2018 წელს დასრულდება.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register