“სოფლის შენებას რა უნა?” One Caucasus-ის არქიტექტორი უღურ გიასი აზერბაიჯანიდან
35 წლის არქიტექტორ- რესტავრატორი უღურ ისაიგ აზერბაიჯანიდან, ერთიანი კავკასიის ფესტივალის პატარა ქალაქს წერაქვში უკვე მესამეჯერ აშენებს. მოხალისეებთან ერთად მან დაგეგმა საბავშო ზონები, კინოჩვენებებისთვის სივრცე და უშუალოდ სცენა სადაც მუსიკოსები 4 დღის განმავლობაში დაუკრავენ. ეს ყველაფერი სოფლის სკოლასთან, მდელოზე ხდება. ტერიტორიაზე ჩაქუჩის ხმა ისმის. მოხალისეები ხის მორებს მიათრევენ მშენებლობისთვის.
2014 წელს პირველი one Caucasus-ის ჩატარებისას მან გაიხსენა ის სირთულეები რომელიც თან ერთვოდა მდელოზე ქალაქის აშენებას.
„მე ძალიან მომეწონა ეს იდეა ერთიან კავკასიის სივრცეში გაკეთდეს ფესტივალი, სადაც ახალგაზრდები აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან შეძლებენ ერთმანეთთან ურთიერთბას. პირველი წელი იყო საშინდალ რთული: ფინანსები არ გვიწყობდა ხელს, მასალა არ გვქონდა იმდენი რომ იდეები განგვეხორციელებინა. მაგრამ იმდენად კარგი იდეე რომ მე უკვე -მე-3 ჯერ აქ ვარ. დღეს უკვე მეტნაკლებად გვიადვილდება მუშაობა.“
უღური 12 წელია მუშაობს არქიტექტორ რესტავრატორად, და როგორც მან გვითხა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო რაიმეს აშენება არაფრისაგან, თან მოკლე ვადებში
„პირველ ფესტივალზე მე ვიყავი ერთადერთი არქიტექტორი. ვასწავლიდი მოხალისეებს მუშაობას ინტრუმენტებთან, რა როგორ უნდა გაკეთებინათ. დღეს კი 5 არქიტექტორი გყვავს და უკვე პრობლემებიც ნაკლებია, თან გამცდილება გვაძლევს საშუალებას მეტად ოპერატიულად ვიმუშაოთ“
არქიტექტორი უღური ამბობს რომ შარშანდელ ფესტივალზე იყო ძალიან ბევრი მოხალისე აზერბაიჯანიდან. ისეთი ახალგაზრდები რომლებსაც სომხები თვალითაც არ უნახავთ.
„ მოხალისეები მეკითხებოდნენ როგორ ვეურთიერთოდ სომეხ მოხალისეებს. მე ვეუბნებოდი: იურთიერთედ, უბრალოდ ბევრი ისაუბრეთ ყველაფერზე. ნუ ეხებით კომფლიქტის თემებს. რამოდენიმე ხანში ისინი ხდებოდნენ ძალიან კარგი მეგობრები. რაც მეტი ასეთი ადამიანი ჩამოვა აქ მით უფრო გაამართლებს ეს პროექტი“
უღური იხსენებს რომ პირველ ფესტივალზე გახსნილი იყო მხოლოდ 4-5 ქარავი, შარშან ორმოცდაათზე მეტი იყო. ეს იმას ნიშნავს მისი თქმით, რომ ფესტივალი ხდება ცნობადი და მეტ ადამიანს სხვადასხვა ადგილიდან სურს მასში მონაწილეობის მიღება. მისთვის ეს ფესტივალი სასიყვარულო და შესაძლებელია საბედისწეროც უწოდოს. 2016 წლის ფესტივალზე მან გაიცნო პოლონელი მოხალისე გოგონა რომელიც დღეს მისი შეყვარებულია.
„მე გავიცანი კაროლინა. ნახევრად პოლონელია ნახევრად ებრალეი, არ ვიცი, არ ვიცი როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დღესაც რომ ვსაუბრობთ როგორ ან საიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა ვერ ვიჭერთ მომენტს. დღეს ცვენ ერთად ვართ და სტამბოლში ვცხოვრობთ“
უღურ აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროსთან თან არსებულ რესტავრაციის ინტიტუტში მუშაობდა. ორ იუნესკოს პროექტში მონაწილეობდა. ისტორიული მემკვიდრეობის არქიტეკტურული ძელგები იუნესკოს სიაში შედის ბაქოს ძველი ქალაქი და გობუსტანი. ასევე როგორც რესტავრატორი უღუს აქვს ბაქოში 20 ნამუშევარი.
@Marneulifm
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments