არჩევნებამდე 2 თვით ადრე, 7 სოფელში გზის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

marneuli_drosha

სოფელ სადახლოში მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველ ეტაპზე გამოყოფილია 329 642 ლარი. პროექტის მიხედვით, სადახლოში 3 მონაკვეთზე განხორციელდება გზის რეაბილიტაცია, როგორც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა, მეორე ეტაპის განსახორციელებლად ადგილობბრივი ბიუჯეტიდან უკვე გამოიყო დამატებით 240 000 ლარი.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ნაწილი დაახლოებით ორ კვირაში დასრულდება, ხოლო მეორე ნაწილი ერთ თვეში.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ფეისბუქ გვერდზე, 15 აგვისტოდან 18 აგვისტომდე, პერიოდში განთავსებული პოსტებიდან ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტის კიდევ 6 სოფელში, ნორგიულში, შაუმიანში, ბეგლიარში, კაპანახჩში და I და II ქესალოში გზის რეაბილიტაცია ან დაწყებულია ან უკვე დასრულებულია, საერთო ჯამში კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზემოაღნიშნულ სოფლებში გზის რეაბილიტაციისათვის 717 291 ლარი გამოიყო.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register