სოფელ წერეთელში საზაფხულო სკოლა ხვალ გაიხსნება

mekteb-1

 

სოფელ წერეთელში, საბჭოს შენობაში საინიციატივო ჯგუფის „მომავლის კლუბის“ საზაფხულო სკოლის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება, პროქტი პოლონურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დააფინანსა. დღევანდელი პრეზენტაციის მიზანი, როგორც პროექტის თანაორგანიზატორმა, მაკა მენთეშაშვილმა გვითხრა არის ის ,რომ მოსახლეობას მიაწოდონ ინპორმაცია არსებულ რესურსთან დაკავშირებით, რომლის გამოყენებაც მომავალში თავადაც შეეძლებათ.

მაკა მენთეშაშვილის თქმით 23 აგვისტოდან ჩატარდება ტრენინგები, რომელსაც ჰელფიგ ჰენდის გენერალური დირექტორი ჩაატარებს.

„მომავლის კლუბი“, რომელიც საზაფხულო სკოლას ანხორციელებს, მაკა მენთეშაშვილის თქმით  მიზანად ისახავს არაფორმალური განათლების ხელშეწყობას და ასევე  ახალგაზრდების გააქტიურებას სამოქალაქო განათლების კუთხით, რათა უფრო მეტად იქტიურონ და ინიციატივები გამოიჩინონ მომავლისთვის.

რადიო მარნეული.

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register