პრეზიდენტი: დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს

prez

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23 აგვისტოს დილით ბორჯომის ხეობაში  ჩავიდა, სადაც მეოთხე დღეა ხანძარია.

“ამ რთულ მომენტში ერთიც არის მნიშვნელოვანი და ჩვენთვის ძალიან იმედისმომცემი –  ჩვენ დავინახეთ, რამდენი გულწრფელი მეგობარი ჰყავს საქართველოს,  რამდენი გულწრფელი მეგობრები გვყავს ქართველებს –  სომხები, აზერბაიჯანლები, თურქები, ბელორუსები. პოზიცია დაფიქსირდა ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისგან – ეს, რა თქმა უნდა, ამ რთულ მომენტში,  როდესაც იბრძვი იმისთვის, რომ არ იყოს მატერიალური და ადამიანური ზარალი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანია.  დიდი მადლობა ჩვენს ყველა მეგობარს, რომელიც ასე ოპერატიულად გამოგვეხმაურა და დაგვეხმარა”, – განაცხადა მარგველაშვილმა 23 აგვისტოს ბორჯომში.

მისი თქმით, ხდება ლოკალიზება იმ ახალი ხანძრის კერების, რომელთა ჩაქრობა და გაუვნებელყოფა არის აუცილებელი.

“ტექნიკურად სიტუაცია კონტროლდება თავიდან ბოლომდე, მაგრამ არეალიდან გამომდინარე გრძელდება ინტენსიური სამუშაოები. ერთი არის, რომ თქვენ ხედავთ, ამწუთას ცეცხლი თითქმის ლოკალიზებულია, თუმცა ამ ტერიტორიის ბოლომდე გაუვნებელყოფას  ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო სჭირდება”, – განაცხადა პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 22 აგვისტოს გამოსცა ბრძანება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ, რომელიც 23 აგვისტოს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

ხანძარი ბორჯომის ხეობაში 20 აგვისტოს გაჩნდა და ამ დრომდე მისი ლოკალიზება ვერ ხერხდება.

წყარო: ნეტგაზეტი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register