აზერბაიჯანული დოლი და პოლონური ეთნო რეპი ერთ სცენაზე- One Caucasus- მუსიკა საზღვრების გარეშე

natig shirinov

წერაქვში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა და ამის განმეორება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთვევაში თუ ნატიგ შირინოვი და მისი რიტმ ჯგუფი კიდევ ერთხელ  ეწვევა  ამ სოფლის მდელოზე აშენებულ მუსიკალურ ქალაქს.

ნატიგ შირინოვი არის მსოფლიოში ცნობილი დოლზე დამკვრელი რომელიც თავის დიდ გუნდთან ერთად ყოველ ჯერზე  განუმეორებელ ფერფორმანს სთავაზობს მაყურებელს.

“აზერბაიჯანული ნაღარა საქართველოშიც გაჟღერდება. ჩვენ მსოფლიოში ძალიან პოპულარულები ვართ და ვიცი რომ საქართველოშიც გყვავს თაყვანისმცემლები. მე დამპატიჟა ერთიანი კავკასიის ფესტივალის ორგანიზატორმა -ვიტეკმა. ჩვენ ხშირად შევხვედრილვართ პოლონეთში კონცერტების ჩატარებისას. სიმაოვნებით მივიღე მისი სმოთავაზედა”.

ორ დღის განმავლობაში მაესტრო და მისი გუნდი რჩებოდნენ ერთიანი კავკასიის აშენებულ ქალაქში.

“აქაური ატმოსფერო, აურა ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის. ადამიანები ტკბებიან ულამაზესი ბუნებით, კარვებში ცხოვრობენ, უსმენენ კარგ მუსიკას მთელ მსოფლიოდან. მე ყველაზე მეტად მომეწონა კარავში ცხოვრება. ძალიან კარგია ასეთი ფესტივალების ჩატარება. მე ყველას წარმატებას ვუსურვებ. თქვენ რადიოსაც, განვითარებას გისურვებს ისეთს რომ მომდევნო ცამოსვლაზე თქვენ გეწვიოთ და ლამაზი საკონცერტო ნომრები დავუკრათ”.

ჯგუფის გამოსვლის დღეს, ფესტივალზე დამსწრეთა რაოდენობა რეკორდული იყო. One Caucasus-ის ორგანიზატორებმა და თავად ნატიგმა მაყურებლებისთვის სიურპრიზი მოამაზადა.  ერთ შეხედვით, შეუსაბამი  ერთმათეთთან დოლი და პოლონური ეთნო რეპი. ფესტივალის სცენაზე უჩვეულო მაგრამ მაყურებლისთვის საინტერესო სინთეზად იქცა.

ფესტივალი ერთიანი კავკასია მარნეულის მუნიციპალიტეტში  სოფელ წერაქვში უკვე მე-4 ტარდებ. და მისი მიზანია მუსიკა საზღვრების გარეშე.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register