“Masala Sound System”-ის ვოკალისტი მსმენელების ენერგიულობით მოიხიბლა

111

პოლონურმა ჯგუფმა  “Masala Sound System”-მა მსმენელებს ენერგიული მუსიკები შესთავაზა, რომელსაც ვოკალისტი  დუჟეპე ასრულებდა, მან აუდიტორია სიმღერის დაწყების თანავე აიყოლია, როგორც თავად გვიყვება, არ იცოდა თუ როგორი სიტუაცია დახვდებოდა, ცოტა რამ ჰქონდა გაგონილი სხვა შემსრულებლების შესახებ. მის აქ ჩამოსვლამ მოლოდინს გადააჭარბა, როგორც თავად ამბობს ყველაფერი სხვაგვარად დახვდა, გააოცა მსმენელების ენერგიულობამ და  ბუნების სილამაზემ

„ძალიან მიხარია, რომ აქ ვართ, ჩვენი აზრით, ჩვენი ყველა სიმღერა არის მნიშვნელოვანი, იმ გაგებით, რომ ჩვენ ვმღერით პოლიტიკურად და სოციალურად მნიშვნელოვან თემებზე, ასევე, ვმღერით იმაზე თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის რომ ყველაფერი უკეთესად იყოს. თქვენ შეგიძლიათ გუგლში მოძებნოთ  სოფელი წერაქვი და დაინახავთ რომ შედეგებში აუცილებლად მოიძებნება ფესტივალი „ one Caucasus”. ეს იმაზე მიანიშნებს რომ სოფელი წერაქვი უკვე ასოცირდება ამ მნიშვნელოვან ღონისძიებასთან და ჩვენთვის პატივია ამ მნიშვნელოვან აქტივობაში მონაწილეობა.

ვოკალისტ, დუჟეპეს თქმით, ის პირველად იმყოფებოდა სოფელ წერაქვში “one Caucasus”-ზე. მან ფესტივალი მნიშვნელოვნად შეაფასა.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register