პარტია “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატი იმამკულიევი, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე საუბრობს
დღეს პარტია ევროპული საქართველოს ოფისში ახმედ იმამკულიევმა და გიგი უგულავამ ბრიფინგი გამართეს.
გიგი უგულავას თქმით, მარნეულში წინასაარჩევნო პერიოდიდან ადგილობრივი ხელისუფლება და ძალოვნები ჩაერთნენ ახმედ იმამკულიევის წინააღმდეგ. „მის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულები არიან ტიტუშკები, გამგეობის წარმომადგენლები, ძალოვნები“ განაცხადა უგულავამ.
იმამკულიევმა ბრიფინგზე ვიდეო მასალა წარადგინა, რომელიც თავადვე გადაიღი ფეისბუქ ლაივის მეშვეობით ,სადაც ის იმყოფებოდა ყიზილაჯილოს ტერიტორიაზე.
როგორც იმამკულიევი აცხადებს, მოსახლეობასთან შეხვედრისას გამოვიდნენ გამგეობის თანამშრომლები. ერთ- ერთი მათგანი იყო ქართული ოცნების სავარაუდო კანდიდატი ,ჯეიხუნ ჩოვდაროვი.
ჩვენ დავუკავშირდიტ ქართული ოცნების სავარაუდო კანდიდატს ჯეიხუნ ჩოვდაროვს, რომელმაც დროის უქონლობის გამო უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments