სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას და საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტროს

saxalxo-damcveli

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 16 ოქტომბერს რეკომენდაციით მიმართა საქართველოს მთავრობას და ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  რომელიც გულისხმობდა  საჯარო სკოლებში იმფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესებასა  და მოსწავლეთა უსაფრთხოების დაცვისათვის საჭირო ღონისძიებათა გატარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 2016–2017 წლების განმავლობაში აქტიურად სწავლობდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურულ მდგომარეობასა და ფიზიკური გარემოს განვითარების საკითხებს. აღნიშნულ თემებზე ყურადღება გამახვილებულია საქართველოს სახალხო დამცველის როგორც საპარლამენტო, ისე სპეციალურ ანგარიშებში, თუმცა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა კვლავ გადაუჭრელი რჩება.

შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ  რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვანი ნაწილი ფუნქციონირებს ავარიულ და მოსწავლეთათვის საფრთხის შემცველ პირობებში. მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა მაღალმთიან რეგიონებსა და სოფლად მდებარე საჯარო სკოლებში.

მისასალმებელია, რომ 2015–2017 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახალი საჯარო სკოლები შენდება, თუმცა, მათი რიცხვი მცირეა. მცირეა ასევე აღდგენა–სარეაბილიტაციო (გამაგრებითი) ღონისძიებები. ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციაში.

გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციისა (CRC) და ამავე კონვენციის N1 ზოგადი კომენტარის  თანახმად, ხელშემკვრელმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ზოგადი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობა და საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხო ფუნქციონირება. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფომ უნდა გაატაროს ყველა საჭირო ღონისძიება და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოს შესაბამისი სტანდარტების დაცვა.

საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ აუცილებელია, აქტიურად განხორციელდეს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ღონისძიებებია სევე, უნდა გაუმჯობესდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და  უფრო ინტენსიური გახდეს ახალი საჯარო სკოლების მშენებლობა.

წყარო: www.ombudsman.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register