ფერმერებს მეურნეობის განვითარებისათვის დაფინანსების მოპოვება შეეძლებათ

surati

დღეს, 31 აგვისტოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მცირე საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ფერმერებთან, რომელსაც ორგანიზება  „მარნეულის ქალთა ოთახმა“ გაუწია. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ფერმერებისათვის იმ გრანტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება რომლის გამოყენებაც მათ შეუძლიათ. „მარნეულის ქალთა ოთახის“ სტაჟიორის, მარიამ შუბითიძის თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობისათვის საუკეთესო საშვალება „ქალთა ოთახისა“ და ორგანიზაცია „იდეების განვითარების ფონდის“ ერთობლივი მუშაოა იყო.

„იდეების განვითარების ფოდის“ წარმომადგენლის, თამაზ ვაშაკიძის თქმით პროგრამის მთავარ მიზანს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება წარმოადგენს.

მეფუტკრის, რაული კახაძის თქმით ამდაგვარი პროექტები ხელს შეუწყობს მარნეულელი, ახალგაზრდა ფერმერების განვითარებას.

„იდეების განვითარების ფონდი“ 3 წლიანი პროგრამის ფარგლებში, მთელი საქართველოს მაშტაბით მართავს ფერმერებთან შეხვედრებს.

ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register