პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის მერობის კანდიდატის ვინაობას არ ამხელს

მარნეულის მუნიციპალიტეტში წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ზაფხულის თვეში არაერთხელ გაჟღერდა ვარაუდი იმისა,რომ ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ოთხგზის დეპუტატი, აზერ სულეიმანოვი წარადგენს საკუთარ კანდიდატურას მერობის პოსტზე. თუმცა პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული არჩევნების დღის თარიღის შემდეგ სიტუაცია შეიცვალა. ნაციონალური მოძრაობის პრესამსახურში კანდიდატად აზერ სულეიმანოვი არ დაგვიდასტურეს, თუმცა აღნიშნეს, რომ კანდიდატურა არერჩეული ჰყავთ და უახლოეს პერიოდში გამოაცხადებენ.
აზერ სულეიმანოვი დღეს ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის აბანოთაუბანში მეჩეთი მოინახულა თბილისის მერობის კანდიდატთან ერთად ზაალ უდუმაშვილთან. რადიო მარნეულთან საუბრისას სულეიმანოვმა ასევე არ დაადასტურა საკუთარი კანდიდატურის წარდგენა.
თვითმართველობის არჩევნები პრეზიდენტის ბრძანებით 2017 წლის 21 ოქტომბერს ჩატარდება.
რადიო „მარნეული“
ვრცლად ჩვენი სიუჟეტიდან შეიტყობთ!
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments