პარტია “ქართული ოცნება” მარნეულის მერობის კანდიდატს უახლოეს პერიოდში წარადგენს

2017 წლის თვითმართველობის არჩევნებისათვის მერობის კანდიდატად არაოფიციალურად პარტია “ქართული ოცნების ” მარნეულის შტაბის უფროსი ამირან გიორგაძე სახელდება, როგორც გიორგაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ როდის მოხდება ოფიციალური წარდგენა. ამ საკითხის დასაზუსტებლად ჩვენ დავუკავშირდით პარტია “ქართული ოცნების”პრესამსახურს, მათივე თქმით ჯერ არ არის დაზუსტებული თუ როდის წარადგენენ კანდიდატურას , თუმცა ეს ყველაფერი უახლოეს პერიოდში უნდა გამოცხადდეს.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments