სოფელ ქუთლიარის მოსახლეობამ ყურბან ბაირამი აღნიშნა

Kurtlar

პირველ სექტემბერს ისლამური სამყაროს ერთ-ერთი წმინდა დღესასწაული ყურბან ბაირამია. ყურბან ბაირამი ყოველ წელს ჰიჯრის კალენდრით ზილჰიჯას თვის 10 რიცხვში იწყება და 3 დღე გრძელდება. ღონისძიებებში ცხვარს, ვერძს, ძროხას ან აქლემს წირავენ. შეწერილი ყურბანის ერთი ნაწილი გაჭირვებულ ოჯახებს ურიგდება. ყველას თანაბრად ანაწილებენ, ვინც შესაწირი შესწირა საკუტარი  ოჯახისთვის ერთი ნაწილის აღება შეუძლია.

ყურბან ბაირამს საქართველოში მცხოვრები მუსლიმებიც აღნიშნავენ. აზერბაიჯანლების კომპაქტურად მცხოვრებ რეგიონებიდან ერთ-ერთში, მარნეულში და მის სოფლებშიც ბაირამი სიხარულით აღენიშნება.

დღეს, სოფელი ქუთლიარის მაცხოვრებლებმაც აღნიშნეს ყურბან ბაირამი. ბაირამის დღეს სოფლის მაცხოვრებლებმა შესაწირი დაკლეს და გარდაცვილ ახლობლებისთვის ილოცეს. ტრადიციულად  წელსაც სოფელ ქუთლიარის მეჩეთში სადღესასწაულო ლოცვა ჩატარდა. შესაწირები საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს და საზღვარგარეთ მცხოვრებ მოსახლეობის მიერ იყო გაგზავნილი და გაჭირვებულ ოჯახებს გადასცეს.

სოფლის მეჩეთის იმამი ,თეიმურ გახრამანოვი ,რადიოს მეშვეობით ისლამურ სამყაროს ულოცავს ყურბან ბაირამს და დღესასწაულის წესების შესახებსაუბრობს..

 

სოფლის მაცხოვრებლებმაც მიულოცეს  მოსახლეობას ყურბან ბაირამი ბაირამს.

ყურბან ბაირამის დღესასწაული 3 დღე გრძელდება. ამ დღეებში მუსლიმები შესაწირებს კლავენ და ლოცულობენ.

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register