96.9 სიხშირეზე რადიო “მარნეულის” მოსმენა შეგიძლიათ

radio marneuli969

2017 წლის 3 სექტემბრიდან 96.9 რადიო სიხშირეზე მსმენელებს ქვემო ქართლში პირველი სათემო რადიო “მარნეულის” მოსმენა შეუძლიათ. რადიოს სიხშირე ქალაქ მარნეულს და მიმდებარე ათ სოფელს დაფარავს, რაც დაახლოებით 100 ათასამდე ადამიანს და პოტენციურ მსმენელს უდრის.

რადიო “მარნეულის” (“ხალხის ხმა”) იდეა 2007 წელს დაიბადა,  გუნდის თავდაუზოგავი შრომის მიუხედავად ენთუზიაზით სავსე ახალგაზრდებმა ვერ შეძლეს მსმენელისთვის ხმა ღია ეთერიდან მიეწვდინათ.

2015 წელს რადიო “მარნეულისთვის” ახალი ეტაპი დაიწყო. ახალი გუნდის ჩამოყალიბება რადიოს ამჟამინდელმა დირექტორმა, თუმცა  რადიო მარნეულის პირველმა ჟურნალისტმა კამილა მამედოვამ ხელახლა გადაწყვიტა.

2016 წლის ივლისსში  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რადიოს ლიცენზია მიანიჭა.

დღეს რადიოში ცამეტი ადამიანია დასაქმებული, რადიო მაუწყებლობს ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე. სამაუწყებლო ბადე აერთიანებს სხვადასხვა სახის შემეცნებით და გასართობ გადაცემას. ძირითადი ნაწილი ახალ ამბებსა და  მუსიკას ეთმობა.

რადიო „მარნეული“ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ და ამერიკული ორგანიზაცია NED–ის მხარდაჭერით მუშაობს. კონტენტის წარმოებაში  IREX–ის ტრენერები აქტიურად არიან ჩართულნი.

რადიო “მარნეული” წარმოადგენს დამოუკიდებელ მედიასაშუალებას, რომლის მთავარი ღირებულება სიმართლე და ხალხის ინფორმირებულობაა!

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register