წელს საქართველოს აგვისტოს თვეში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 1 080 449 ტურისტი ეწვია, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა წელთან შედარებით 27,4 %-ით მეტი. აქედან ტურისტული იყო 573 368 ვიზიტი (27,2%-ით მეტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), ტრანზიტული – 274 878 ვიზიტი, სხვა მიზნით – 232 203 ვიზიტი.
2017 წლის აგვისტოს თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი განხორციელდა სომხეთიდან (+12%), რუსეთიდან (+28%), აზერბაიჯანიდან (+19%), თურქეთიდან (+42%), უკრაინიდან (+4%) და ირანიდან (+85%).
ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ცნობით, 2017 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში უკვე 5 059 106 ვიზიტი განხორციელდა, რაც 18,9%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო ტურისტული ვიზიტი 2 402 699-ით განისაზღვრა, რაც 2016 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 29,4%- ით მეტია.
წყარო: netgazeti.ge
0 Comments