როგორ შეიძლება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად გახდომა
ფეისბუქ გვერდზე ” Gündəlik – Gürcüstan “ (ყოველდღიური საქართველო) დაისვა კითხვა, თუ რატომ მუშაობენ და რა კრიტერიუმებით შეირჩნენ ცესკოს, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები ასანიძე იაკობი, გიორგაძე ალექსანდრე, ჩხიტუნიძე ელგუჯა, კვარაცხელია ირაკლი და დავითაძე ალექსანდრე. რადიო „მარნეული“ დაინტერესდა თუ როგორ შეუძლია მსურველს საოლქო საარჩევნო კომისიაში მუშაობის დაწყება და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ის. მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, ელგუჯა ჩხიტუნიძის თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის მსურველს პირველ რიგში უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სერთიფიკატს.
საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, ხმების უმრავლესობით, ირჩევს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სპეციალურად შექმნილი 13 კაციანი ჯგუფი.
ავტორი: ვლადიმერ ჩხიტუნიძე
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments