ფასიანი აცრა უფასო გახდა

v

1 დეკემბრიდან იცვლება იმუნიზაციის ეროვნული კალნედარი. ვაქცინა ორი თვის ასაკიდან კეთდება.

v

ექვსკომპონენტიან ვაქცინას დიფტერიის, ყივანახველის, ტეტანუსის, პოლიომიელიტის, B ტიპის ჰემოფილური ინფექციისა და B ჰეპატიტის წინააღმდეგ, რომელიც საქართველოში აქამდე კომერციულ ქსელში არსებობდა, და ე.წ. ფასიანი აცრით იყო შესაძლებელი, 1 დეკემბრიდან სახელმწიფო ბენეფიციარებისთვის უფასოდ უზრუნველყოფს.

აღნიშნული ვაქცინა კომბინირებულია და თუ აქამდე ამ ექვსი დაავადების წინააღმდეგ, ერთი ვიზიტის დროს ორი აცრა კეთდებოდა, ერთი ინექციის და მეორე პირის ღრუში წვეთების სახით, ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი ნემსი კეთდება.

ორივე ვაქცინა, ე.წ ფასიანი და უფასოც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ და ლიცენზირებულ ვაქცინათა ნუსხაში შედის. მათ შორის განსხვავება აცრების რაოდენობაში და შესაძლო გვერდითი მოვლენების სიმცირეშია.

აღნიშნული ვაქცინის შესყიდვით, სახელმწიფოს იმუნიზაციის ბიუეჯეტი, დაახლოებით, 80%-ით იზრდება – ვაქცინაციის დანერგვამდე თუ იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამა 3 მილიონი ლარი იყო, ახლა ოფიციალური ცნობით, 12 მილიონი ლარია. სახელმწიფომ პირველი 2 წლისთვის საჭირო ვაქცინა იყიდა.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის ეს თანხა ტვირთია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, რომ მისი ხელმისაწვდომობის გაზრდით, ამ მხრივ, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება ხდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register