პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას დღეს განაახლებს

დღეიდან პარლამენტი საშემოდგომო სესიის ფორმატში მუშაობას განაახლებს. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება. სესიის გახსნა ბიუროს სხდომით არის დაგეგმილი. გარდა ამისა, მიმდინარე კვირას საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომაც გაიმართება.
ამასთან, პარლამენტი ადგილობრივ არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში პლენარულ სხდომებს სავარაუდოდ არ გამართავს, რადგან რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო, საპრეზიდენტო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების წელს, არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში, როგორც წესი, პარლამენტის პლენარული სხდომები არ იმართება.
საშემოდგომო სესიის მთავარი თემა კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებია, რომელსაც მესამე მოსმენით უნდა ეყაროს კენჭი. წინასწარი ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებებს სექტემბრის ბოლოს დაამტკიცებენ.
წყარო: ინტერპრესნიუსი
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments