სადახლოს მოყვარულთა გუნდმა “ერგნეთს” ფეხბურთში 5:3 მოუგო

yaris3

სადახლოს მოყვარულთა გუნდმა გორში, სოფელ ერგნეთში „ერგნეთს“ ფეხბურთში 5:3 მოუგო. თამაშის დაწყებამდე სოფელ სადახლოს ახალგაზრდები პროექტის ავტორებთან ერთად  ლიკა კასრაძესთან და ალეკბერ ისმაილოვთან ერთად  იმყოფებოდნენ 2008 წლის 8 აგვისტოს დღისადმი მიძღნილ მუზეუმში , სადაც გიდობა გაუწია და შინაარსიანი ექსკური მოუწყო მამუზეუმის დამაარსებელმა ლია ჩლაჩიძემ .

ღონისძიება „ ჩვენ სპორტი გვაერთიანებს „ მიზნად ისახავს ე. წ საზღვრისპირა ზოლში მდებარე გორის რაიონ სოფელი ერგნეთისა და სომხეთის საზღვართან არსებულ მარნეულის რაიონ სოფელ სადახლოს ახალგაზრდების ხელშეწყობას როგორც სპორტის კუთხით, ასევე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში .

მეგობრულ მატჩი 3 სექტემბერს  საზეიმოდ გახსნა , შიდა ქართლის რეგიონალური ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა გია რევაზიშვილმა . „ თქვენ გმირები ხართ ! თქვენ ხართ ის ადამიანები რომლებიც ჩამოხვედით , პატივი ეცით სოფელს“ . გია რევაზიშვილმა  აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მეგობრობის გაგრძელება , ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია და იმედი გამოთქვა , რომ კიდევ ბევრ ღოისძიებას ჩაატარებს ფედერაცია , ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებთან ერთად .ასევე სიტყვით გამოვიდა „ ერგნეთი“ -ს მწვრთნელმა ანზორ კასრაძე , რომელმაც აღნიშნა, რომ„ ყურადსაღები ფაქტია ისიც , რომ ესაა პირველი ღონისძიება ცხელ ზონაში , რომელიც ემსახურება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემას , ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას „ – განაცხადა ანზორ კასრაძემ .

ღონისძიებას აესწრებოდა ცხინვალის სამაჩაბლოს გუნდის ხელმძღვანელობა და ფედერაციის მთელი კოლექტივი .

აღნიშნული ღონისძიება სახელად ” ჩვენ სპორტი გვაერთიანებს ” განხორციელდა საგანმანათლებლო პროგრამა მრავალფეროვნების სკოლის ფარგლებში. მრავალფეროვნების სკოლას კი ორგანიზებას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფი – მრავალფეროვნების მართვა, გერმანულ ორგანიზაცია MitOst-თანთანამშრომლობით. პროგრამას კი აფინანსებს IfA – Institut für Auslandsbeziehungen”.

yaris

yaris1

yaris2

yaris3

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register