სადახლოს მოყვარულთა გუნდმა ფეხბურთში “ერგნეთს” მოუგო

სადახლოს მოყვარულთა გუნდმა გორში, სოფელ ერგნეთში „ერგნეთს“ ფეხბურთში 5:3 მოუგო თამაში სამ სექტემბერს გაიმართა. თამაშის დაწყებამდე  სოფელ სადახლოს ახალგაზრდები პროექტის ავტორებთან ერთად  ლიკა კასრაძესთან და ალეკბერ ისმაილოვთან ერთად  იმყოფებოდნენ 2008 წლის 8 აგვისტოს დღისადმი მიძღნილ მუზეუმში , სადაც გიდობა გაუწია და შინაარსიანი ექსკური მოუწყო მამუზეუმის დამაარსებელმა ლია ჩლაჩიძემ  პროექტის ერთ-ერთი ავტორის, ალიკბარ ისმაილოვის, თქმით იდეის განვითარებაში მთავარი მოტივატორები იყვნენ უბნის ბავშვები, რომლებიც ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ, ალიკბარის გადაწყვეტილება კი, მოთამაშე ბავშვების გუნდური შეჯიბრებები იყო, რომელიც გორში თამაშით დაიწყო.

 

პროექტის მეორე ავტორის , ლიკა კასრაძეს, თქმით რავალფეროვნების სკოლის ფარგლებში გაიცნო ალეკბერ ისმაილოვი, რომელთაც საერთო იდეა , სპორტის განვითარება აერთიანებდათ.

სადახლოს მოყვარულთა გუნდის წევრებმა სენან შარიფოვმა და ილქინ აივაზოვმა საკუთარი ემოციები გაგვიზიარეს.

ღონისძიება „ ჩვენ სპორტი გვაერთიანებს „ მიზნად ისახავს ე. წ საზღვრისპირა ზოლში მდებარე გორის რაიონ სოფელი ერგნეთისა და სომხეთის საზღვართან არსებულ მარნეულის რაიონ სოფელ სადახლოს ახალგაზრდების ხელშეწყობას როგორც სპორტის კუთხით, ასევე ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციას საზოგადოებაში.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register