მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის ახალგაზრდების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი არ არსებობს

მარნეულის მუნიციპალიტეტში არ არსებობს ახალგაზრდების განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი, ერთადერთი დებულება რომლით ხელმძღვანელობაც გამგეობას შეუძლია არის „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი“. აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილია 14-დან 29 წლამდე ახალგაზრდების საჭიროებები და მათი განვითარების გეგმები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ხოლო რეგიონები და მუნიციპალიტეტები ვალდებულები ხდებიან, რომ თავიანთი ახალგაზრდული პოლიტიკა მას შეუსაბამონ. როგროც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტი მარიამ ტყეშელაშვილი ამბობს, მარნეულიში, მრავალეთნიკურიობის გამო ახალგაზრდული განვითარების მთავარი მიმართულება ინტეგრაციაა.
ასევე მარიამ ტყეშელაშვილის თქმით სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ქვემო ქართლის მაშტაბით, გეგმავს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას.
მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტი ასევე ამბობს, რომ რაიონული პოლიტიკს დოკუმენტის შექმნის ვადები ჯერ ცნობილი არაა.
ვლადიმერ ჩხიტუნიძე
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments