აგვისტოში ყველაზე მეტი შემოწირულობა ოცნებამ, ევროპულმა საქართველომ და ელისაშვილმა მიიღეს

partiya

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 2017 წლის აგვისტოში ქართულმა ოცნება ყველაზე მეტი შემოწირულობა მიიღო სხვა კანდიდატებთან შედარებით.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის ცნობით, ქართულმა ოცნებამ მიიღო 4,555,993.00 ლარი. მეორე ადგილზეა ევროპული საქართველო – 287,440 ლარით, ხოლო დამოუკიდებელი კანდიდატი ალექსანდრე ელისაშვილი მესამე ადგილზეა 9,770 ლარის შემოწირულებით.

აგვისტოში 7000 ლარი მიიღო „ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა – გირჩი“, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიღებული აქვს 5,330 ლარი.

აღნიშნული ინფორმაცია მოიცავს როგორც ფულად და არაფულად შემოწირულებებს, ასევე საწევრო შენატანებს.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register