ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველომ ისრაელს მოუგო
ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველომ ისრაელს მოუგო ანგარიშით 104 – 91.
მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო, რომელიც საქართველომ 15-2 მოიგო.
მოთამაშემ,თორნიკე შენგელიამ 25 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა, 4 შედეგიან გადაცემასთან ერთად. ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 19 ქულა და 11 მოხსნაა. მაიკლ დიქსონს- 19 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა.
საქართველო ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ასპარეზობს და ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. 6 გუნდისაგან დაკომპლექტებული ჯგუფიდან სულ 4 ნაკრები გადის შემდეგ ეტაპზე, დანარჩენი ორი გუნდი ასპარეზობას ეთიშება.
წყარო:netgazeti.ge
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments