5 ახალგაზრდა, მარნეულის სახელით, ლაშქრობაში საქართველოს თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ,,ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის პროგრამის“ ფარგლებში, ახორციელებს პროექტს – ,,საქართველოს თასი ლაშქრობაში“. პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ყველა რაიონიდან 18-დან 29 წლამდე, 5-5 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალისტის მარიამ ტყეშელაშვილის თქმით, უკვე შეირჩა 3 ახალგაზრდა რომლებმაც სურვილი გამოთქვეს მარნეულის სახელით ლაშქრობაში საქართველოს თასის მოსაპოვებლად.
ასევე მარიამ ტყეშელაშვილის თქმით მონაწილეების შერჩევის მთავარი კრიტერიუმებია მათი სურვილი და დაინტერესება ლაშქრობაში ჩართვაში და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგანაც მონაწილეებს დიდი მანძილის ფეხით გავლა მოუწევთ. ლაშა შერმაზანაშვილი ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებს შორის რომლებმაც ლაშქრობაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს.
ლაშქრობა–შეჯიბრება მოეწყობა 9 სექტემბერს, თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე(თიანეთი). საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს მონაწილეებს სატრენინგო მომსახურებით, ადგილზე კვებით, კარვებით, საძილე ტომრებით და ყველა სხვა საჭირო ინვენტარითა და აღჭურვილობით, ხოლო ,,საქართველოს მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია“ უზრუნველყოფს შეჯიბრების მოწყობასა და მონაწილეთა ინსტრუქტაჟს.
ვლადიმერ ჩხიტუიძე
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments