მარნეულში რომანის “ვაშლის ნაკბეჩი”-ს პრეზენტაცია გაიმართა
დღეს , 6 სექტემბერს, მარნეულის კულტურის სახლში ქამურანის პირველი რომანის „ვაშლის ნაკბეჩის“ პრეზენტაცია გაიმართა. რომენი მოიცავს ადამიანურ თავისებურებებსა და ისტორიულ დეტალებს, რომელიც საქართველოს შესახებაა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მარნეულის მაჟორიტარ დეპუტატები, ასევე ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. წიგნის ავტორი მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს ვინც მხარი დაუჭირა.
პრეზენტაციაზე იმყოფებოდა მარნეულის მაჟორიტარ-დეპუტატი რუსლან გაჯიევი, რომელმაც დღევანდელი ღონისძიება დადებითად შეაფასა.
პარტია „ქართული ოცნების“ მარნეულის შტაბის უფროსმა და მარნეულის მერობის კანდიდატმა, ამირან გიორგაძემ თქვა, რომ სამომავლოდ მსგავს აქტივობებს მხარს დაუჭერს.
ქმურანის მეგობარმა და ასევე ღონისძიების მონაწილემ, აფაიათ ალიევამ თქვა, რომ რომანის „ვაშლის ნაკბეჩის“ გამოცემა ნამდვილად მნიშვნელოვანია, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების გააქტიურებასა და ლიტერატურაზე ინტერესის ამაღლებას.
ქამურანის თქმით, რომანი უახლოეს მომავალში ქართულ ენაზეც ითარგმნება და გამოვა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნის აზერბაიჯანული ვერსია გაიყიდება ონლაინ საიტზე „sarvan book store”-ზე.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments