მარნეულში დავით აღმაშენებლის სკოლა ლიცეუმი არ იხურება

demirelis skola

დემირელის კერძო კოლეჯი დაიხურა. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კოლეჯმა ავტორიზაცია ვერ გაიარა. საბჭომ გადაწყვეტილება 29 აგვისტოს მიიღო. მარნეულის მუნიციპალიტეტში არსებული დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ლიცეუმი აღნიშნული კოლეჯის პარტნიორი იყო. საზოგადოებაში გაჩნდა ეჭვები, რომ შესაძლოა მარნეულში მდებარე სკოლა დახურულიყო. ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ “დავით აღმაშენებლის სახელობის სკოლა ლიცეუმში” და როგორც სკოლის დირექტორის მოადგილე ქეთევან ჭანტურია აცხადებს სკოლა ლიცეუმი დემირელის კოლეჯისგან დამოუკიდებელი ავტორიზებული დაწესებულებაა.ქეთევან ჭანტურია სკოლის ერთ-ერთ წარმატებაზეც გვიყვება და ამბობს რომ ინტეგრაიისთვის აღნიშნულ სკოლას დიდი მნიშვნელობა აქვს.2017 წლის დასაწყისში ბათუმში ავტორიზაცია შეუჩერდა დემირელის სკოლის ფილიალს – შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს, რამდენიმე თვის წინ კი რუსთავსა და ქუთაისში მდებარე დემირელის პარტნიორმა სკოლებმა ავტორიზაცია მიიღეს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register