სოფელ ჯანდარის მოსახლეობა ავტობუსის გაჩერებების მოწყობას ითხოვს

transpo

სოფელ ჯანდარის მცხოვრებს, ხარუგა ნამაზოვას, მას შემდეგ რაც ქალაქში დაიწყო მუშაობა ყოველდღიურად ექმნება პრობლემა სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით, ნაზიმოვას თქმით ტრანსპორტში ხალხის გადაჭარბებული რაოდენობის გამო შეუძლეელი ხდება დროული და კომფორტული გადაადგილება.

ხარუგა ნამაზოვამ, ჯანდარის მოსახლეობის სახელით, მოგვმართა რადიო „მარნეულს“, რათა მედიის საშვალებით ხმა მიაწვდინონ ადგილობრივ მთავრობას და დაანახოს ის პრობლემები რაც არსებობს სოფელში. მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსის ლერი ფანგანის თქმით წლევანდელ ბიუჯეტში არაა გათვალისწინებული სოფელ ჯანდარაში გაჩერებების მოწყობა. ჩვენ ასევე დავუკავშირდით მარნეულის მუნიციპალიტეტის ავტოპარკის უფროსს გრიგოლ ჯალაღონიას, რათა გაგვერკვია იგეგმება თუ არა, რომ სამარშუტო ტაქსები მოსახლეობას საღამოს 8 საათამდე მოემსახუროს.

ასევე გრიგოლ ჯალაღონიას თქმით ავტოპარკს არ აქვს იმის საშვალება, რომ ტყვილად ატაროს სამარშუტო ტაქსი გვიანობამდე და ფიქრობს რომ ხარუგა ნამაზოვას გარდა არავის არ აწუხებს ეს პრობლემა, ხოლო ნამაზოვას თქმით მოსახლეობა მზადაა აქციების გამართვისათვის თუ ადგილობრივი მთავრობა ახლო მომავალში არ მოაგვარებს ამ პრობლემებს.

ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register