მარნეულელ მოსწავლეებს “FLEX” პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევათ

1

 

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ” FLEX” 2018-2019 აკადემიური წლისათვის იწყებს მზადებას, რომლის მეშვეობითაც უფროსკლასელებს აქვთ შესაძლებლობას  ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში. პროგრამას კი აფინანსებს ამერიკის მთავრობა და ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. ფლექსის პროგრამაში მონაწილეობისათვის კონკურსი გამოცხადებულია, რომლისთვისაც  არსებობს გარკვეული კრიტერიუმები. ჩვენ ამის შესახებ გვესაუბრა ფლექსის პროგრამის რეპრუტერი , დოდო გოცირიძე.

დოდო გოცირიძემ თქვა, რომ ფლექსის პროგრამაში მონაწილეობა ,ასევე შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ფლექსის პროგრამაში მონაწილეობა არაერთ მარნეულელს მიუღია ,მათ შორისაა ფუად ქარაევი, რომელმაც  2014-2015 სასწავლო წელი ამერიკაში გაატარა პროგრამის შესახებ კი ინფორმაცია საკუთარი მასწავლებლისგან გაიგო და როგორც თავად ამბობს  ამერიკაში გატარებულმა 1 წელმა მნიშვნელოვნად შეცვალა….

სევილ მამედოვოვამ ფლექსის პროგრამის შესახებ ნათესავის მეშვეობით გაიგო, 2015 წელს გადაწყვიტა მონაწილეობა და შედეგმაც გაამართლა, მისივე თქმით ამერიკაში ყოფნამ  მეტად პასუხისმგებლიანი გახადა…

2017 წლის შემოდგომასა და ზამთარში ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები ტესტირებას ჩაატარებენ საქართველოს დედაქალაქსა და რამდენიმე რეგიონულ ცენტრში. წელსაც ამერიკაში წასასვლელად 80 მოსწავლე შეირჩევა.

რადიო „მარნეული“

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register