მარნეულში “ქართულმა ოცნებამ”კანდიდატები მედიის გარეშე წარადგინა

პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ მარნეულში კანდიდატების წარდგენით წინასაარჩევნო კამპანია დღეს დაიწყო. პარტიამ და მისმა ადგილობრივმა ლიდერებმა სოფელ სადახლოს კანდიდატად მარნეულის მუნციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმმჯდომარე ნაბი აბდუალევი, ხოლო დამია გეორახში გამგებლის ყოფილი წარმომადგენელი ჰეიდარ მუსაევი წარადგინა. ჩვენ სატელეფონო ინტერვიუს მეშვეობით დღევანდელი შეხვედრების მონაწილე დეპუტატს რუსლან გაჯიევს ვესაუბრეთ.
რადიო „მარნეული“ სადახლოში იმ „ჩაი-ხანაში“ იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე წუთის წინ ქართული ოცნება ახალი კანდიდატებით იქ მყოფ მოსახლეობას შეხვდა. ჩვენ გვსურდა უშუალოდ მათგან მოგვესმინა რას აპირებენ რომ მხარი დაუჭირონ მოახლოებულ არჩევნებზე.
ჩვენ ჩაი-ხანასთან მდებარე ოჯახებს ვესტუმრეთ , მათმა უმრავლესობამ კი არ იცოდა დღევანდელი წარდგენის შესახებ.
21 ოქტომბერს მარნეულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება.
You may also like
0 Comments