საიმერლოს საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია

bagi

სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღი ახალ შენობაში გადავა, რადგანაც ის შენობა სადაც ბაღი გახსნის დღიდან ფუნქციონირებდა ავარიულ მდგომარეობაშია, ამის შესახებ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზაურ ქარამოვმა თქვა.

„ჩვენთან შემოვიდა ინფორმაცია, შენობის ავარიული მდგომარეობის შესახებ, შევამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ შეუძლებელია მასში ბავშვების მეცადინეობა, იმიტომ, რომ იქ ავარიული მდგომარეობაა და ეს ყოველდღიურად უარესდება. სწორედ ამიტომ ჩვენ ალტერნატიულ გზებს ვეძებთ რათა დროულად დავიწყოთ ბავშვების სწავლება და ვეძებთ შენობას ან რაიმე სახლს, რომ ვიქირაოთ და ახლის აშენებამდე დროებით იქ გადავიტანოთ ბაღი. ”

ასევე ქარიმოვის თქმით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობისათვის მუნიციპალიტეტს უკვე გამოცხადებული აქვს ტენდერი და სამუშაოები ნოემბრის თვეში დაიწყება, ახალი 180 ბავშვისთვის განკუთვნილი ბაღი კი ფუნქციონირებას სავარაუდოდ მომდევნო წლიდან დაიწყებს.

ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register