სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს საიმერლოს საჯარო სკოლაში დაიწყებენ

5

 

მარნეულის რაიონის სოფელ წერეთლის საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები  მილენიუმის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს , რომელსაც ანხორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად.  სოფელ წერეთლის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა მაჭარაშვილმა თქვა , რომ სკოლაში 350 მოსწავლე ჰყავთ აქედან 50 ბავშვი სომხურ სექტორზეა, ქართული სექტორის 300 მოსწავლე კი ახალ სასწავლო წელს სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლაში დაიწყებს, მათ ტრანსპორტი მოემსახურებათ და მეორე ცვლაში  ივლიან….

სოფელ საიმერლოს საჯარო სკოლის დირექტორმა ,ნინო მთვარელიძემ თქვა, რომ სკოლა მაზად არის იმისათვის, რომ  წერეთლის საჯარო სკოლას უმასპინძლოს.

მილენიუმის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროგრამის ფარგლებში კონკურსში მონაწილეოას 2400 სკოლა იღებდა, რომლიდანაც 100-მა სკოლამ მიიღო დაფინანსება მერნეულიდან კი მარნეულის  N5 საჯარო სკოლა, სოფელ წერეთლის საჯარო სკოლად და კაჩაგანის N1 საჯარო სკოლა რემონტდება.

თეა დავაძე

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register