კომისიის წევრობის სიები ამ დრომდე მხოლოდ 3-მა პარტიამ დაარეგისტრირა

პარტიებს კომისიის წევრობის სიების დარეგისტრირებისათვის დღეს, 11 სექტემბრის 18:00 საათამდე აქვთ დრო, ჯერჯერობით 7 პარტიიდან რეგისტრაცია მხოლოდ 3-მა, ქართულმა ოცნებამ, გაერთიანებულ დემოკრატიულმა მოძრაობამ და ევროპულმა საქართველომ გაიარეს, რასთან დაკავშირებითაც მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ელგუჯა ჩხიტუნიძე გვესაუბრა.
ასევე მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის თქმით იმ შემთხვევაში თუ რომელიმე პარტია არ დაარეგისტრირებს კომისიის წევრებს, მაშინ ოლქი გამოაცხადებს კონკურსს და თავად შეარჩევენ კომისიის წევრებს, მაგრამ როგორც თავად ამბობს ასეთი ფაქტი პრაქტიკაში ჯერ არ ყოფილა.
ვლადიმერ ჩხიტუნიძე
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments