ადამიანის უფლებათა კომიტეტმა კვოტირების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

qa

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კანონპროექტს, გენდერული კვოტირების შესახებ მხარი დაუჭირდა. კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო არჩევნების დროს პროპორციულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის უნდა იყოს, მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა წინააღმდეგ კი ერთი წავიდა.

როგორც კანონპროქტის ერთ-ერთი ინიციატორი ორგანიზაციის, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი, ირმა პარვლიაშვილი ამბობს, საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში მინიმუმ 30-დან 50 პროცენტამდე უნდა იყოს.

რას ფიქრობენ მარნეულელები ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის შესახებ და რა აზრი აქვთ მათ ქალ კანდიდატებზე შევეცადეთ ქუჩის გამოკითხვით გაგვერკვია.

იმისათვის, რომ კანონპროექტმა კანონის სახე მიიღოს, მას მხარი კიდევ ორმა, იურიდიულმა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტებმა უნდა დაუჭიროს, შემდეგ კი პარლამენტმა სამი მოსმენით უნდა დაამტკიცოს. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელს ირმა პარვლიაშვილის ვარაუდით საქართველოს პარლამენტმა კანონი კვოტირების შესახებ 2017 წლის ნომბრის ბოლოს უნდა მიიღოს.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register