აზერ სულეიმანოვი უკრაინაში მიემგზავრება

Azer

მარნეულის ოთხგზის დეპუტატი პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ აზერ სულეიმანოვი დღეს საღამოს უკრაინაში მიემგზავრება, ამის შესახებ სულეიმანოვმა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა. როგორც ოთხგზის დეპუტატმა თქვა მისი ვიზიტი, არ უკავშირდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კიევში ყოფნასა და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, მაგრამ ამავდროულად არ გამორიცხავს საქართველოს მე-3-ე პრეზიდენტთან შეხვედრას.

ამავდროულად ჯერ კიდევ არაა ცნობილი მარნეულის მერობის კანდიდატის ვინაობა პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“, სულეიმანოვის თქმით, უკრაინიდან დაბრუნების შემდგომ 2 დღეში გაირკვევა დაინიშნება თუ არა აზერ სულეიმანოვი მერობის კანდიდატად.

ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register