90 აღსაზრდელი შესაძლოა საბავშვო ბაღის გარეშე დარჩეს

bagi

დარჩება თუ არა 90 აღსაზრდელი საბავშვო ბაღის გარეშე ჯერ კიდევ გაურკვეველია,  ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორმა ზაურ კარამოვმა 8 სექტემბერს რადიო „მარნეულთან“ გაკეთებულ კომენტარში განაცხადა რომ სოფელ საიმერლოს ახალი საბავშვო ბაღის შენობის ქირაობისათვის უკვე დაწყებული იყო მუშაობა, რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით ბაგა-ბაღების გაერთიანებასა და 2 კერძო პირს შორის მოლაპარაკება ფართის ქირაობაზე ვერ შედგა, ქირის სავარაუდო თანხები 4 000 და 1 500 ლარი იყი, ჩვენი ინფორმაციით მოლაპარაკება თანხის უქონლობის გამო ჩაიშალა. სოფელ საიმერლოს საბავშვო ბაღის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, რის გამოც მასში ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება შეუძლებელია, ხოლო ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა სავარაუდოდ მომდევნო წელს დასრულდება.

ვლადიმერ ჩხიტუნიძე

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register