ნარჩენების მართვის შესახებ ხუთწლიანი გეგმის მომზადება არ დაწყებულა

nagavi 1

მარნეულის მუნციპალიტეტს ნარჩენების მართვის შესახებ მუნიციპალური ხუთწლიანი  გეგმა არ გააჩნია.

კანონის თანახმად 2017 წლის ბოლომდე თითოეულმა მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს მის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების მართვის 5-წლიანი გეგმა. ირმა გურგულიანი ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის თანახმად აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა 2015 წელს მიღებული კანონის შემდეგ უნდა დაწყებულიყო. გეგმის თანახმად თითოეულმა მუნციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ზუსტი გეგმა ხუთი წლის მანძილზე ნარჩენების  მართვის შესახებ რა კონკრეტულ სამუშაოს განახორციელებს, ასევე მოსაკრებლის და მომსახურების ფასი და რომელ ადმინისტრაციულ ერთეულში რა ტიპის სამუშაოების ჩატარებაა საჭირო.

ხუთწლიანი გეგმის შემუშავების შესახებ ირმა გურგელიანი მარნეულის მუნციპალიტეტთან მჭირდო კავშირზე საუბროს. მიუხედავად ამისა, მარნეულის მუნიციპალიტეტში აღნიშნულს ვერ იხსენებენ და აცხადებენ რომ ამ დრომდე ნარჩენებთან დაკავშირებით განხორციელებული სამუშაოები ნაწლია იმ ხუთწლიანი გეგმის , რომლიც ჩაბარების ბოლო ვადა ამა წლის 31 დეკემბერია, ხოლო ამ დრომდე კონკრეტულად ხუთწლიანი გეგმის დოკუმენტზე მუშაობა არ დაწყებულა. ირინა მაჭარაშვილი მარნეულის მუნციპალიტეტის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ამბობს, რომ ნარჩენების შესახებ ინფორმაცია მათი სამსახურის მიერ დამუშავებულია და ერთ მილიონამდე ლარი იხარჯება მარნეულის მოსახლეობის 50%-ის მომსახურებისთვის. ირინა მაჭარაშვილი განხორციელებული სამუშაოების შესახებაც გვიყვება.

ნარჩენებთან დაკავშირებით გამოვიკითხეთ მარნეულელები, ჩვენ მათგან გვინდოდა გაგვეგო რამდენად აწუხებს მოსახლეობას აღნიშნული პრობლემა.

მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების კოდექსით დადგენილ ვადაში  შემუშავებისა და მისი ეფექტიანად განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფები შეიქმნება. თუმცა, მარნეულის მუნციპალიტეტში უკვე არსებობს ცამეტკაციანი კომისია , რომლის ვალდებულება მუნიციპალური ნარჩენების შესახებ სამუშაოების განხორციელებაა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register