მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში გენდერულ საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა

Marneulid Gender brabrliyi v grcstanda qadnlarn hquqi vziyyti mvzusunda tlim keirildi

დღეს, 13 სექტემბერს, მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა ტრენინგი ჩაატარა თემით, „გენდერული თანასწორობა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობა  საქართველოში. შეხვედრა გაიმართა პროექტის „ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩეველის ჯგუფის ფორმირება“ ფარგლებში.

ჩვენ ტრენინგის მნიშვნელობაზე გვესაუბრა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის წარმომადგენელი, მარიამ ჩოხელი.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლები. ჩვენ ერთ-ერთ მათგანს, ნაბთ აბდულაევას ვესაუბრეთ, რომელმაც ტრენინგი მნიშვნელოვნად შეაფასა .

პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის გარგლებში USAID-ის დაფინანსებით, რომელიც გულისხმობს ეთნნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალი ამომრჩევლებისათვის ტრენინგების ჩატარებას, როგორც თვითმმართველობის არჩევნებზე და აქტიურ მოქალაქეობაზე, ასევე ქალთა უფლებებზე.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register