საქართველოს პირველმა ლედიმ შორენა ხუხუას წიგნის გარეკანისათვის ილუსტრაცია შექმნა

მარნეულის N2 სკოლის დირექტორის შორენა ხუხუას წიგნისათვის „შემოვალ ეტლით“, გარეკანის ილუსტრაცია საქართველოს პირველმა ლედიმ შექმნა, რომელიც უკვე გამომცემლობა „პალიტრა L“-ს გადასცა. მაკა ჩიჩუას ილუსტრაცია სხვა კონკურსში გამარჯვებული წიგნისათვისაც აქვს შექმნილი. შორენა ხუხუას რომანი “პალიტრა L”-ის პროექტის „გახდი ბესტსელერის“ გამარჯვებულია. ავტორი ყვება, რომ წიგნი სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერა.
შორენას თავადააქვს გამოცდილი თუ რას ნიშნავს იყო ეტლით მოსარგებლე და როგორია ცხოვრება შეზღუდული შესაძლებლობებით. მას გავლილი აქვ საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი 90-იანი წლები და მისი რომანიც ამ პერიოდში ვითარდება, სადაც მხედრიონელი ბიჭისა და ეტლით მოსარგებლე ძლიერი გოგოს ურთიერთობაცაა აღწერილი.
შორენა ხუხუას თქმით, მაკა ჩიჩუამ „პალიტრა L“-ის კონკურსის 5 გამარჯვებული წიგნიდან, მისი რომანი თავად შეარჩია. 90იანი წლების მოვლენების ფონზე ქალის სიძლიერე პირველმა ლედიმ ყდაზე მთავარი გმირის სახით გამოსახა.
შორენა ხუხუა წიგნის დაწერას კიდევ აპირებს, თემა და ჟანრი შერჩეული აქვს. რომანი სოციალურ თემას შეეხება.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments