ამირან გიორგაძის ნაცვლად თეიმურაზ აბასოვი იბრძოლებს
ამირან გიორგაძე მარნეულის მერობის კანდიდატურიდან მოიხსნა. როგორც “ქართული ოცნების” პრეს-სამსახურში აცხადებენ პარტიის სახელით მარნეულის მერობისთვის თეიმურაზ აბასოვი იბრძოლებს. ამირან გიორგაძე კი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად სახელდება.
ჩვენ ამირან გიორგაძეს დავუკავშირდით, რომელიც ამ საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს.
“ქართულ ოცნებაში” დამატებითი დეტალებს არ ახმაურებენ. რა კრიტერიუმებით მოხდა თეიმურაზ აბასოვით ამირან გიორგაძის ჩანაცვლება პარტიაში არ განმარტავენ და აცხადებენ, რომ ყველა დეტალს ნათელი “ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს შეხვედრის შემედეგ მოეფინება.
ჩვენთვის ამირან გიორგაძის კანდატურის მოხსნის თაობაზე ცნობილი “ევროპული საქართველოს” წარმომადგენლის ახმედ იმამყულიევის Facbook ლაივის მეშვეობით გახდა. რადიო “მარნეულს” ეს ინფორმაცია ” ქართული ოცნების ” პრესსამსახურმა დაუდასტურა.
ამირან გიორგაძის წინასაარჩენო ბილბორდები ქალაქის ცენტრში ამ დრომდე რჩება.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments