უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა სოფელ დაშტაფაში

wyali

სოფელ დაშტაფაში ბოლო სამი თვეა მოსახლეობის ნახევარს სასმელი წყალი არ აქვს. სოფლის მაცხოვრებლები ზაფხულის განმავლობაში წყურვილს მეზობელი სოფლებიდან მოტანილი წყლით იკლავენ. კვირაში ერთხელ მათ ონკანებში ხუთი წუთის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე წვეთი წყალი მოდის. ადგილობრივებმა რამდენჯერმე ადგილობრივ თვითმმართველობასაც მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.

„მივმართეთ ხელისუფლებას, მაგრამ არ დაგვეხმარნენ, ვიღაც სადღაც ბაღს რწყავს, ჩვენ კი ასე უწყლოდ ვართ“ აცხადებს ადგილობრივი მოსახლე

მარნეულის მუნციპლიტეტში სოფელ დაშტაფის სასმელი წყლის პრობლემის შესახებ იციან, თუმცა აცხადებენ რომ ინფრასტრუქტურა მოწყობილია და სასმელი წყლის წნევის კონტროლი მარნეულის მუნციპალიტეტის შპს „სოფლის წყალს“ ევალება. ბადრი ქველაძის  „სოფლის წლყის“ დირექტორის განცხადებთ კი სოფელ დაშტაფაში სასმელი წყლის წნევას არასწორად დამონტაჟებული მილები ამცირებს.

„თვითონ სისტემაც ისეა გაკეთებული წყალს ვერ მიიყვან (მოსახლემდე) თუ არ გადააკეთე ის, წყალი ტყვია არ არის, რომ დანიშნულების ადგილამდე ასე მალე მივიდეს“ -ბადრი ქველაძე

ბადრი ქველაძის განცხადებით ამ წუთებში სოფელ დაშტაფაში „სოფლის წყლის“ თანამშრომლები მუშაობენ პრობლემის მოგვარების მიზნით, თუმცა სოფელში ამ ფაქტს ადგილობრივი მოსახლეობა არ გვიდასტურებს.  ადგილობრივი თვითმმართველობის განცადებით კი სოფელ დაშტაფაში სასმელი წყლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში 7 ათს 761 ლარი დაიხარჯა, ხოლო ადგილობრივმა ბიუჯეტმა  9 ათას ლარზე მეტი გახარჯა. დახურჯული ფულის მიუხედავად სოფელ დაშტაფის მოსახლეობა უწყოლოდ არის დარჩენილი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register