ამირან გიორგაძის მხარდამჭერი აქცია “ოცნების” თბილისის ოფისთან იმართება

qqq

მერობის კანდიდატის, ამირან გიორგაძის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერს “პარტია ქართული” ოცნების პრეს-სამსახურში დაადასტურეს. იგი შსს თანამშრომლით, თეიმურაზ აბაზოვით ჩაანაცვლეს და როგორც ცნობილი გახდა ის შსს-ს ატაშე საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანშია.

დაახლოებით 20:00 გახდა ცნობილი, რომ ამირან გიორგაძის მხარდამჭერები მარნეულში “ქართული ცონების” შტაბთან შეიკრიბნენ, როგორც  მონაწილეები აცხადებენ ,მათ არ სურთ ახალი კნადიდატი და მარნეულის (ადგილობრივი) კანდიდატის დაბრუნებას მოითხვენ.

პარტიის ადგილობრივი ლიდერებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ორგანიზებით, მარნეულიდან თბილისში გადაინაცვლეს.

თბილისში იმყოფებოდა რადიო “მარნეული”-ს ჟურნალისტი, ნანა სისვაძე. მისი ინფორმაციით “ქართული ოცნების” თბილისის შტაბთან მოვიდნენ მარნეულის მაჟორიტარობის პარლამენტის დეპუტატები, რულსან გაჯიევი და თამაზ ნავერიანი. გაჯიევმა  იმ დროისთვის კომენტარის გაკეთება არ ისურვა .

თამაზ ნავერიანის ორგანიზებით ოფისში შევიდა ორმოცდაათამდე აქციის მონაწილე.  ჟურნალისტის ინფორმაციით ოფისში  ამირან გიორგაძეც იმყოფებოდა.

რაც შეეხება ახლად გამოცხადებულ კანდიდატს, თეიმურაზ აბაზოვს ის ჩვენი იფნრომაციით აზერბაიჯანში იმყოფება. საელჩოში მის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. შსს დღის განმავლობაში არკვევდა იფნრომაციას აბაზოვის დანიშვნასთან დაკავშირებით.

11:29 აქციის მონაწილეები  ოფისში იმყოფებიან. თუ ვისთან გადიან კონსულტაციას გიორგაძის მხარდამჭერები უცნობია. შეხვედრა კი მედიისთვის დახურულია.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register