“ოცნების” გადაწყვეტილებით ამირან გიორგაძე მერობისთვის აღარ იბრძვის
ამ წუთებში დასრულდა მოლაპარაკებები პარტია “ქართული ოცნების” თბილისის შტაბში მარნეულის ამირან გიორგაძის მხარდამჭერების შორის. ვისთან მიმდინარეობდა მოლაპარაკება მედიისთვის უცნობი რჩება. შტაბიდან გამოსული მარნეულის მაჟორიტარობის დეპუტატმა თამაზ ნავერიანი განაცხადა, რომ პარტია ამ არჩევნებში წარდგება ორი ძლიერი კანდიდატით. მათშორის თუ რომელი იბრძოლებს მუნიციპალიტეტის მერობისთვის ნავერიანმა არ თქვა.
თუმცა პარტიის “ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენელმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან ოფიციალურად გააჟღერა მოლაპარაკებების შედეგი: მერობის კანდიდატად უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება თეიმურაზ აბაზოვი. ამირან გიორაძე კი პარტიის სიაში პირველი იქნება და იბრძოლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის. მისი თქმით, ასეთი პრეცედენტი უკვე არსებობდა პარტიაში წინა არჩევნებში და ეს “ცოცხალი პროცესია”- განაცხადა მდინარაძე.
მდინარაძემ უარყო მოსაზრება უკავშირდება თუ არა ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანის ნავთობკორპორაცია “სოკარის” გავლენას ქვემო-ქართლის რეგიონში.
აქციის დანარჩენმა მონაწილეებმა კი მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
18 სექტემბერს პარტია “ქართული ოცნების” პრესსამსახურმა დაადასტურა იფნრომაციოა, რომ ამირან გიორგაძის კანდიდატურას ცვლის მარნეულელებისთვის უცნობი, თეიმურაზ აბაზოვი. რომელიც ჩვენი ინფრომაციით შსს-ს თანამშრომელია და დღეს საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში ატაშეა.
მერობის კანდიდატის, ამირან გიორგაძის კანდიდატურის მოხსნის შესახებ ინფორმაცია 18 სექტემბერს “პარტია ქართული” ოცნების პრეს-სამსახურში დაადასტურეს. იგი შსს თანამშრომლით, თეიმურაზ აბაზოვით ჩაანაცვლეს და როგორც ცნობილი გახდა ის შსს-ს ატაშე საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანშია.
დაახლოებით 20:00 გახდა ცნობილი, რომ ამირან გიორგაძის მხარდამჭერები მარნეულში “ქართული ცონების” შტაბთან შეიკრიბნენ, როგორც მონაწილეები აცხადებენ ,მათ არ სურთ ახალი კნადიდატი და მარნეულის (ადგილობრივი) კანდიდატის დაბრუნებას მოითხვენ.
პარტიის ადგილობრივი ლიდერებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ორგანიზებით, მარნეულიდან თბილისში გადაინაცვლეს.
თბილისში პარტიის შტაბში მოლაპარაკებები 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა.
რადიო “მარნეული”
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments