ახლადდასახელებული კანდიდატის შესახებ ინფორმაცია 24 საათის შემდეგაც უცნობია

21848909_10212579915151944_1607254615_n

 

პარტია “ქართული ოცნების” მარნეულის ახალი მერობის კანდიდატის, თეიმურაზ აბაზოვის ბიოგრაფიის შესახებ ინფორმაცია რადიო “მარნეულისათვის” ჯერ კიდევ უცნობია.

18 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციისთანავე, სადაც “ქართული ოცნების” მარნეულის მერობის კანდიდატის ჩანაცვლებაზე იყო საუბარი, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტები ცდილობდნენ ახალი კანდიდატის შესახებ მასალების მოძიებას.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, “ქართული ოცნების” ადგილობრივ და ცენტრალურ პიარ განყოფილებებს, მაგრამ ამ დრომდე არავის არააქვს ინფორმაცია თუ ვინ არის თეიმურაზ აბაზოვი და რატომ შეაჩერა პარტიამ მასზე არჩევანი.

18 სექტემბერსვე პარტია ქართული ოცნების მთავარ ოფისში 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ამირან გიორაძისა და თეიმურაზ აბაზოვის კანდიდატურების შესახებ, რის შემდეგაც  პარტიის “ქართული ოცნების” უმრავლესობის წარმომადგენელმა  მამუკა მდინარაძემ მედიასთან ოფიციალურად გააჟღერა მოლაპარაკებების შედეგი: მერობის კანდიდატად უახლოეს მომავალში  წარდგენილი იქნება თეიმურაზ აბაზოვი. ამირან გიორაძე კი პარტიის სიაში პირველი იქნება და იბრძოლებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის.

რადიო “მარნეული”

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register